სიახლეები
საქართველოს უნივერსიტეტში ამა წლის 17 თებერვალს ჩატარდა ქალბატონი სანდრა რულოვსის საჯარო ლექცია თემაზე - გლობალური ჯანმრთელობის პოლიტიკა დღეს: ძირითადი გამოწვევები. ლექციას ესწრებოდნენ როგორც საქართველოს უნივერსიტეტის, ასევე სხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები და საქართველოს სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენლები. ლექციის მსვლელობისას ქალბატონმა სანდრა რულოვსმა ისაუბრა გლობალური ჯანდაცვის პოლიტიკასთან დაკავშირებულ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ჯანდაცვის სისტემის ძირითადი კომპონენტები, ჯანდაცვითი ინტერვენციების პრინციპები, საჭიროებების შეფასება და სხვა. პრეზენტაცია განთავსებული იქნება UG-ის ონლაინ სისტემაში.
ქალბატონ სანდრას საჯარო ლექციების ციკლი ჩატარდება გაზაფხულის სემესტრის პერიოდზე.